weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

აფხაზეთის ომში დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

09:17 პარასკევი, 14 აგვისტო 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია. ოჯახებს ნეშტებს დღეს, 14 აგვისტოს გადასცემენ, ხოლო ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში ჩატარებული გათხრების დროს.

„ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს“, - აცხადებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ორგანიზაციის მონაცემებით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაკარგულად ითვლება. 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]